ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.
რიყის პარკის ტერიტორიაზე 10-მდე ე.წ. ყვითელი ავტობუსი გადაადგილდება, რომელსაც სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავს. ადგილზეა ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მეტრო "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.
შს სამინისტროს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შს მინისტრის მოადგილის, ლექასანდრე დარახველიძის განცხადებით, თუკი ხელოვნურად მოხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებული იქნება ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად.