NATO-მ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია

NATO-მ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 30 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობას გიხდით NATO-ს მოკავშირეების გადაწყვეტილებისთვის, რომ მე და ჩემი ქართველი კოლეგა რიგაში, NATO-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მიგვიწვიეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.