კულებამ NATO-ს მოუწოდა, შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიანსის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევა შავ ზღვაში უაღრესად დროული და სასარგებლო იქნება“.

„უნდა გვახსოვდეს ძალიან დაძაბული და საშიში ვითარება შავი ზღვის რეგიონში. მოვუწოდებ ალიანსის წევრებს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კუთხით. ალიანსის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევა შავ ზღვაში უაღრესად დროული და სასარგებლო იქნება“, - განაცხადა კულებამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.