დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარებას ელის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარებას ელის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში უნდა იყოს გაჟღერებული მკაფიო პოზიცია ჩვენს ევროპულ მისწრაფებასა და არჩევანთან დაკავშირებით, აღიარებული იყოს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით.

ჩვენი მოლოდინია ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირის პოზიციები რეგიონის უსაფრთხოების კუთხით იყოს მკაფიოდ დაფიქსირებული, ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში გამოკვეთილი, მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ასევე ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა რაც არის განპირობებული დაკავშირებადობით, ასევე ჩვენი ფიზიკური ინტეგრაციით და სექტორული კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მასთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისარ ვარჰეის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირის პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ინტეგრაციის პროცესებთან უნდა ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ეს იქნება მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთი დადასტურება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომ მიუხედავად პრობლემებისა გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებით, არიან ასოცირებული ქვეყნები, ასოცირებული ტრიო - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რომელთაც აქვთ დიდი პროგრესი და ამიტომ პრინციპი მეტი მეტისთვის იყოს უზრუნველყოფილი.