მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, ჩატარებული PCR ტესტის შედეგად, COVID19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილს, პრევენციის მიზნით, PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ, #18 დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.