რა საკითხები განიხილა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დავით ზალკანიანთან შეხვედრაზე

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე წერს. როგორც ირკვევა, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

„დღეს შევხდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. გავცვალეთ მოსაზრებები, რათა წინ წავიწიოთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება“, - წერს ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე.