ბათუმში, რურუას ქუჩაზე ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა - ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ, ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განუცხადა.
„ამ სახლზე დეტალური კვლევა არ არის ჩატარებულ. 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ 250 განცხადებაა შემოსული, მათ შორის ამ კორპუსიდანაც. ყველაზე გვქონდა რეაგირება, ჩატარდა ვიზუალური დათვალიერება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, როდესაც სიღრმისეული კვლევა ჩატარდება, გადაწყდება რა უნდა ვუყოთ კორპუსს.
10 დღის წინ ინფრასტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ და ვიზუალურად დაათვალიერეს. სიღრმისეული კვლევა კორპუსი უფრო ხანგრძლივ დროს მოითხოვს. შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ჩამოვლენ მათი ექსპერტები ამ კორპუსების შესაფასებლად. ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება“.
უკვე თითქმის ერთი საათია, ბათუმში, რურუას ქუჩის # 1 მცხოვრებლები ქუჩაში საპროტესტო აქციას მართავენ.
ბათუმის მერიის წარმომადგენლები ამ წუთებში [11:00] ადგენენ იმ ოჯახების სიას ვისაც სასტუმროებში გადაიყვანენ. კორპუსის ზოგიერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ არ აპირებენ სასტუმროში გადასვლას და ეზოში, ავტომანქანაში გაათევენ ღამეს. სხვები კი აცხადებენ, რომ მიიღეს მერიის შეთავაზება და სასტუმროებში გადადიან.
წყარო - „ბათუმელები“