მაკრონი პუტინთან სატელეფონო საუბრისას: საფრანგეთი მზადაა, დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის დეესკალაციის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მაკრონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადეს.

„საფრანგეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს, მზად ვართ, დავეხმაროთ მათ“, - აღნიშნავს მაკრონის წარმომადგენელი.

„ამ სატელეფონო ზარის მიზანი იყო ამ კრიზისის დასრულება იყო”, - განუცხადა მაკრონის მრჩეველმა ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გამართული საუბრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.

მაკრონმა ასევე განუცხადა პუტინს მისი ძლიერი შეშფოთების შესახებ უკრაინის საზღვრებთან არსებული სიტუაციის გამო, როდესაც NATO ამბობს, რომ რუსული ჯარების დიდი და უჩვეულო კონცენტრაციაა.

საფრანგეთის ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ საფრანგეთი მზადაა, დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.