ყველა უკრაინელს, ვინც კოვიდვაქცინით აიცრა, ფული დაერიცხება. საუბარია 1000 გრივნაზე (38 აშშ დოლარი). ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინელებს ფულის გამოყენება სპორტული კლუბის წევრობის, კინოს, თეატრის ან მუზეუმის ბილეთების, მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთის ( უკრაინის შიგნით მოგზაურობისთვის), შესაძენად შეეძლებათ.
უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი ევროპაში და პანდემიის ყველაზე რთულ ფაზას ებრძვის, სიკვდილიანობამ გასულ კვირას 833-ს მიაღწია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინელების მხოლოდ 28 პროცენტია სრულად აცრილი.