„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტი პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სააკაშვილის მიმართ მისი დამოკიდებულების მიუხედავად, „ეს იყო უღირსობა“.
„ქართულ ოცნებას“ გქონდათ „ძალიან დიდი უპირატესობა, რომელიც დაკარგეთ. გსაყვედურობდით კორუფციასა და ნეპოტიზმზე, მაგრამ ადამიანებს ადამიანურად ექცეოდით. მით უფრო - ციხეში. სააკაშილზე მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ის კადრები, რომლებიც ვიხილე, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, შეურაცხყოფა იყო. ის კადრები, რაც ვნახეთ, იყო უღირსობა. დაზიანდით პრაგმატულადაც, სახელმწიფოც დააზიანეთ და ადამიანურადაც იყო დამაზიანებელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.