დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს

„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე მზადაა, თავის კოლეგებთან ერთად ეწვიოს გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას და ადგილზე გაეცნოს მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემი სიტყვები, ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების საავადმყოფოს და ადგილზე შევისწავლი სიტუაციას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე ყველანაირი პირობაა შექმნილი. თუ დამატებითი საჭიროები გახდება საჭირო, არც ამაზე იქნება უარი.

მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს. ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს. ჩემი სიტყვები რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას, ადგილზე შევისწავლით სიტუაციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ „დროას“ მოშიმშილე ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

„ჩემი, როგორც ადამიანური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, და როგორც ექიმისთვის, ყველაზე საყურადღებო ამ პროცესში ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება, ის კიდევ მოვინახულოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შიმშილობის 14-ე დღეს, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოინახულეს.