ქუთაისში, ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდეგ COVID19-ით გარდაიცვალა

ქუთაისში, ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდეგ COVID19-ით გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ქალი ქუთაისის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ სამეგრელოდან გადაიყვანეს.