სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეში დროებითი ზომის შესახებ მიუთითა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (განცხადება No54641/21) მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დროებით ზომაზე მიუთითა.

ევროსასამართლოს ცნობით, სასამართლომ მოითხოვა, რომ მთავრობამ აცნობოს მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს ის შესაბამისი სამედიცინო დახმარებით.

მისივე ცნობით, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, დროებითი ზომების შესახებ მიუთითოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს. მისივე განმარტებით, დროებითი ღონისძიებები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს და გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.

„სასამართლოს ცნობით, სააკაშვილს ორჯერ ჩაუტარა გამოკვლევა ექიმთა ჯგუფმა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის შიმშილობს, იღებს მხოლოდ სითხეებსა და ვიტამინებს და დაკარგა წონის 10%, თუმცა რაიმე სერიოზული გაუარესება არ ყოფილა.

სააკაშვილმა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ციხის საავადმყოფო არ იყო სათანადოდ აღჭურვილი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რომ მისი უსაფრთხოების გარანტია არსებობდა. ამგვარად, მან მოითხოვა, ეყრდნობოდა მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლებს (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, როგორც რეკომენდებულია სამედიცინო კოლეგიისა და საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველების მიერ. საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა.

2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა, მიეთითებინა საქართველოს მთავრობისთვის, რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, ეცნობებინა სასამართლოს განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შემდგომ, აღდგენის პერიოდში. ასევე უნდა შემუშავდეს განმცხადებლის (სააკაშვილის) გამოჯანმრთელების გეგმა.

ამავე დროს, სასამართლომ მოუწოდა განმცხადებელს, შეეწყვიტა შიმშილობა. მან მხარეებს შესთავაზა, წარადგინონ ინფორმაცია ამ დროებით ზომებთან დაკავშირებით, ორ კვირაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე). სასამართლომ ასევე გადაწყვიტა საქმისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა 41-ე მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე

რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით