COVID19-ის სერტიფიკატით სარგებლობაში მოქალაქეებს აპლიკაცია Georgia e-Health-ი დაეხმარება

„საქართველო მიუერთდა ციფრული COVID19-ის პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული COVID19-ის სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ღიბრაძის თქმით, COVID19-ის სერტიფიკატით სარგებლობისთვის, უნდა გადმოვწეროთ App store-დან და Google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც Georgia e-Health ჰქვია.

„დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ App store-დან და Google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ევროკავშირმა საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა