Apple-მა ახალი ყურსასმენები - AirPods Max-ი წარადგინა. ახალ აქსესუარზე ინფორმაციას კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ახალი პროდუქტის ზუსტი სპეციფიკა ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა კომპანიის ცნობით, AirPods Max-ის ელემენტი, ყურსასმენის ყველა ფუნქციისა და რეჟიმის ერთდოულად გამოყენების დროსაც კი 20 საათს გაძლებს.
Apple-ის ინფორმაციით, ახალი “უმაღლესი ხარისხის “ყურსასმენი აღჭურვილია აქტიური ხმის ჩამხშობი სისტემით, აუდიოგაზიარების ფუნქციითა და Apple-ის ვირტუალური ასისტენტით.
AirPods Max-ი გაყიდვაში 25 დეკემბრიდან ჩაეშვება და აშშ-ში 549 დოლარი ეღირება.