უკრაინაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.
Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები გულისხმობს სკოლების, კაფეების რესტორნების, სპორტდარბაზებისა და გასართობი ცენტრების დახურვას და მასობრივ შეკრებებზე აკრძალვის დაწესებას.
შეზღუდვები 8-დან 24 იანვრამდე იმოქმედებს.