საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 22:43 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ში, სოფელ გორასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.