COVID19-ის სერტიფიკატით სარგებლობისთვის, App store-დან და Google store-დან შესაბამისი აპლიკაციის Georgia e-Health-ის გადმოწერა უკვე შესაძლებელია .
ცნობისთვის, გუშინ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაო, დაერთებასთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდებოდა.
„დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ App store-დან და Google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.