ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდება

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, მაგრამ რამდენიმე დღეში დამძიმდება.

როგორც მან ციხის დატოვების შემდეგ მედიას განუცხადა, "პაციენტი, როგორიც დღეს მიხეილ სააკაშვილია, ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია'.

„სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას", - განაცხადა გრიგოლიამ.