საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4732 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 707 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 426 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 281 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.33%, ბოლო 14 - 9.77% ხოლო 7 დღის - 9.11%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 812 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 731 996-მდე.

ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 212 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა, აჭარა - 136, იმერეთი - 878, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 425, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 408, კახეთი - 285, მცხეთა-მთიანეთი - 112, სამცხე-ჯავახეთი - 158, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 613 საიდანაც: 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 584, აჭარაში - 569, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 642, აჭარაში - 128, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 371 პაციენტი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 239 - აჭარაში. 44 824 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 375 ადამიანი.