დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო განათებებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის ჯამში 207 ათასი ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოცხადდა, ხოლო ნაძვის ხის განახლებაზე ტენდერი არ ჩატარდება.
,როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საახალწლოდ დედაქალაქის მორთვის პროცესში ბიზნესის მხრიდანაც დიდი ინტერესია.
„ძალიან დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მათი ჩართულობა, ბევრი წერილი და თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომ ამ სივრცეების გალამაზება შეძლონ.
სამი ტენდერიდან ორი არის საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი საახალწლო თემატიკის, დეკორატიული მატარებლის შესყიდვის მიზანით. ამ სამივე ტენდერის საერთო ღირებულება 207 ათასი ლარი გახლავთ. არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა. თბილისი იქნება განსაკუთრებულად ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული, განათებული და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას, სად იქნება განთავსებული საახალწლო სოფელი“,- განაცხადა კახა კალაძემ.