ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო ლიდერის ვებგვერდი ავრცელებს.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ალხას ჩოლოკუას განცხადებით, ბჟანია მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, ასლან ბჟანიასა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები სოჭში 12 ნოემბერს გაიმართა.