ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობა სწორედ სახალხო დამცველისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უმნიშვნელოვანესი მანდატის ნაწილია.
„ელჩი მიესალმა სახალხო დამცველის და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად შექმნილ დამატებით სამედიცინო ექსპერტიზას, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობა სწორედ სახალხო დამცველისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უმნიშვნელოვანესი მანდატის ნაწილია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.