ჩეხეთში, არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები წესდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან არავაქცინირებულებს შეეზღუდებათ წვდომა საჯარო ღონისძიებებსა და სერვისებზე.
ჩეხეთის მთავრობა 18 ნოემბერს დაამტკიცებს ახალ ზომებს, რომლის თანახმადაც, კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი ღონისძიებებზე დასწრებისა და სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლის „საშვად“ აღარ მიიჩნევა.
ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთის მეზობელ გერმანიაში, ავსტრიასა და სლოვაკეთში კოვიდინფექციის გავრცელების დონე გაიზარდა, რის გამოც ზომებს ამკაცრებენ.