საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანის შემთხვევაში საფრთხეებზე მიუთითებს.
„ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს, სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არაა და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე რისი დაზღვევაც ურთულესია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.
პრეზიდენტი: ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით