საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5320 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 50 026 ტესტი ჩატარდა.

"Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 026 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 320 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 072 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 954 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 446 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 800 293-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%, ბოლო 14 - 9.63% ხოლო 7 დღის - 9.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 320 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 737 316.

ბოლო 24 საათში COVID19ით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 289 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა - 190, იმერეთი - 819, ქვემო ქართლი - 258, შიდა ქართლი - 422, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387, კახეთი - 315, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 662 საიდანაც: 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 567, იმერეთში - 1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 38, იმერეთში - 34. 1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 227 - აჭარაში. 43 987 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებშია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 081 ადამიანი.