„ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრები ავრცელებენ.
წინასწარი ინფორმაციით, საკრებულოს ახალი წევრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა იყო.
ნუგზარ ფუტკარაძე ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი.
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე ბათუმის ახალ საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. მისი გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 წევრი დარჩა საკრებულოში, „ლელოს“ – 1 წევრი, გახარიას პარტიას – 2 წევრი და 1 დამოუკიდებელი წევრი [გახარიას პარტიის მესამე წევრმა ირაკლი თავდგირიძემ არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია].
„ქართული ოცნება“ კი 16 წევრით არის წარმოდგენილი საკრებულოში.