კანადამ კორონავირუსის პირველი ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. კანადა მესამე ქვეყანა გახდა, გაერთიანებული სამეფოსა და ბაჰრეინის შემდეგ, რომელმაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ არსებობს მტკიცებულებები“ რომლებზე დაყრდნობითაც ვაქცინა „უსაფრთხო და მაღალი ხარისხისაა“. კანადაში 16 წელს გადაცილებული პირებს ექნებათ უფლება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ინექცია მიიღონ.