"მიმდინარე წელს COVID19-თ გარდაცვლილი 18-მდე ორსული გვყავს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან“, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა "მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.
როგორც მან ორსულობის მეორე ნახევარში გართულებების ტემპი და სიმძიმე უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში.
„მომატებულია ინფიცირება ორსულებში. გართულებების ტემპი და სიმძიმე ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც. ინფიცირების დროს იზრდება დედის სომატური პრობლემა. კვლევა იმისთაობაზე, რომ იწვევს ნაადრევ აბორტს ან სიმახინჯეს არ არის. კვლევებით ვნახულობთ, რომ არის ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა“, - აღნიშნავს პაატა ჟორჟოლიანი.