12 წლის ბიჭთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში 12 წლის ბიჭთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს.

ამ ეტაპზე, 12 წლის მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.