მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოკითხვები დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების მიზნით გამოკითხვები დაიწყო.

ამ დროისთვის, უწყებაში ელოდებიან ექიმ ზურაბ ფაღავას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ კონსილიუმში მონაწილეობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების შეკითხვებს ახლა გლდანის ციხის თანამშრომელი პასუხობს.

გამოძიებას უკვე უპასუხა რუსთავის „ზონის“ თანამშრომელმა. მისი განცხადებით, მუშაობს „ზონაზე“ და არა ციხეში. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მათ შორის არც რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანისას.