ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, „მოსხლეტით წაიქცა“

საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს.

„სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და როცა ოთახში გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. თვალებს თანამშრომლები უხსნიდნენ, გადააწვინეს საკაცეზე. ახლა არ ვიცი მისი მდგომარეობა.

მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო, როცა ჩვენ გვხვდებოდა. 10 წუთია, რაც აიყვანეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა ჯფუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე