რუსეთის ქალაქ ტაგანროგის სამხედრო ავიაბაზეზე, სამხედრო თვითმფრინავი Il-80 (ილიუშინ 80) გაქურდეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქურდებმა გასაიდუმლებული თვითმფრინავის სატვირთო ლუქის გახსნა და ბორტზე შეღწევა მოახერხეს.
რუსეთის შინაგან საქმეთასამინისტრო არ ასაჯაროებს დეტალებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია რადიო მოწყობილობა.
ასევე უცნობია, კონკრეტულად რომელი თვითმფინრავი გაქურდეს, რადგან რუსეთს მსგავსი ტიპის ოთხ თვითმფრინავს ფლობს.
ჯერჯერობით ისიც უცნობია, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მოპარული რადიო მოწყობილობა.