რეანიმატოლოგის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეანიმაციაშია

რეანიმატოლოგის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია.

ექიმმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში.

მისი თქმით, ოქსიგენაციის, სუნთქვისა და სხვა პარამეტრები ნორმაშია.

„ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან.