2020-21 წლებში, ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს.
კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. გარდა ჩვენ არ შეგვიჩერებია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა, ამ დრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულს.