ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით 60 წელს გადაცილებული 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 332,41%-ით მეტია.
სამინისტროს ცნობითვე, მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებულები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა. მოქალაქეები განსაკუთრებული აქტივობით რეგიონებში გამოირჩევიან.
„თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი იცრება”, - აცხადებენ სამინისტროში.
რამდენ ადამიანს დაერიცხა უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია და როდის ამოიწურა თანხის გაცემის ვადა