კანადის დასავლეთ პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ძლიერმა შტორმმა საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა. შედეგად, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კანადის დასავლეთ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა. კანადის შეიარაღებული ძალები ათასობით ჩაკეტილი მცხოვრების დასახმარებლად განლაგდა.
BBC-ს თვითმხილველმა განუცხადა, რომ ქარიშხლის შემდეგ სცენები „არმაგედონს“ ჰგავდა
მეწყერს ერთი ქალი ემსხვერპლა, ორი კი დაკარგულად ითვლება.
გზების განადგურების გამო ადგილზე საკვები ვერტმფრენით მიაქვთ.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქალაქ ტულამინში 400-მდე ადამიანია ჩარჩენილი.
ამასთან, დაახლოებით 1,500 მოგზაური დარჩა ქალაქ ჰოუპში გზების დაკეტვის შემდეგ.