Amnesty International-ი სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმებს გმობს. ორგანიზაცია ომბუდსმენის მხარდამჭერ პოსტს Twitter-ზე აქვეყნებს.
„მიუღებელია საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები, როდესაც ის ადამიანის უფლებებს იცავს. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების საქმიანობა. ასევე უნდა განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რომ პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“, - წერია Amnesty International-ის ტექსტში.
ნინო ლომჯარიამ 18 ნოემბერს მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ“ განცხადებებზე. მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „წამოვიდგინოთ, „ფეიკდასკვნას“ ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია. ამ შემთხვევაში შეიძლება, ომბუდსმენისა და ზოგიერთი ექიმის პასუხისმგებლობა დადგეს“.
ამავე თემაზე: