ციხეში მყოფმა და მოშიმშილე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დახმარებისთვის მიმართა აშშ-ს და გააფრთხილა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა უხვევს პროდასავლურ გზას, რომელსაც 18 წლის წინ დაადგა. Bloomberg-ი ასე წარადგენს ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუს.
„თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონის ყველა პროდასავლური ლიდერისთვის და მოსახლეობისთვის“, - აცხადებს სააკაშვილი Bloomberg--თან წერილობით ინტერვიუში, რომელიც ადვოკატების მეშვეობით შედგა.