მიხეილ სარჯველაძე: სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის. ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის“, ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა, ვიდრე პაციენტის ინტერესზე ორიენტირებული. მიხეილ სარჯველაძის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი უნდა იყოს გასათვალისწინებელი.

„მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება, შიმშილობის შეწყვეტა იქნება, რაც შეეხება გადაყვანა-არგადაყვანას, ეს საკითხი არ მინდა ის წარმოჩინდეს, რომ პოლიტიკურ იდეაფიქსად იქცეს ვინმესთვის, ეს არ არის მიზანშეწონილი. საჭიროების შესაბამისად უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, - განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.

#18 დაწესებულებაში დეპუტატებთან ერთად იუსტიციის მინისტრიც იმყოფებოდა.

ამავე თემაზე:

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი