ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით COVID19-ის 4278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გარდაიცვალა 63 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით COVID19-ის 4278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა.

მათი ინფორმაციით, დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 51 298-ს შეადგენს. COVID19-ისგან კი 4154 ადამიანი გამოჯანმრთელდა.