დავით სერგეენკო: ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას

"ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები", – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა შეაჩერა.