პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს. მოშიმშილე დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, შიმშილობის მე-17 დღეს მინიმალურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარია უკვე მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. მისი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ, დღეს კი უარი თქვა მედიკამენტურ მკურნალობაზე.