„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა

„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა. პლენარულ სხდომაზე საბოს სადეპუტატო უფლებამოსილება 89 ხმით მიიღეს.

ჰერმან საბო პარტია “გირჩის“ საარჩევნო სიაში ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის ადგილმონაცვლე იყო.

ჰერმან საბო საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს “გირჩს“ შეუერთდება.