ექიმებმა პარლამენტში ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და ექიმებმა პარლამენტში ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და მოითხოვეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში.

ამასთან, როგორც მათ აღნიშნეს, რომ ზოგიერთი პარლამენტარი ექიმებს შეურაცხყოფას აყენებს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.