უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვას მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყნის საავადმყოფოში გადაყვანა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მესამე ქვეყნის საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება სააკაშვილის რეაბილიტაცია შიმშილობის შემდეგ. ამის შესახებ დენისოვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს,“- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.