ამირან გამყრელიძე საახალწლო დღეებში შეზღუდვების გაგრძელებას არ გამორიცხავს.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული დამოკიდებულია ეპიდსიტუაციასა და საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებაზე.
"საკოორდინაციო საბჭოზე ყოველდღიურად ხდება ეპიდსიტუაციის ანალიზი, როცა ჩვენ მივუახლოვდებით 24-ს, შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი განხილვის საგანია. ექიმები ყოველთვის რადიკალურები ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო ბევრი უწყებითაა დაკომპლექტებული, აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის და მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის. ერთის მხრივ არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია და მეორეს მხრივ ადამიანებს ქონდეთ შემოსავალი. თუ გავხსნით და უნდა გაიხსნას წინასაახალწლოდ გარკვეული რაღაცები, შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და აღსრულებული. ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც "შავ პარასკევს" მოხდა მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი. ამიტომ თუ რამეს ჩვენ ამ ორ კვირაში მივაღწევთ და რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები ოდნავ ჩანს, ის წყალში არ უნდა გადავყაროთ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად", - განაცხადა გამყრელიძემ.
მანვე მოსახლეობას, პირბადის შინ და გარეთ ტარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ პირბადის ტარების ნიშნული 95%-ზე ავა, გავრცელება საგრძნობლად შემცირდება.