კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ომბუდსმენის, როგორც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უფლებების დამცველისა და მისი მეთვალყურე ინსტიტუტის საქმიანობას

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ომბუდსმენის, როგორც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველისა და მისი მეთვალყურე ინსტიტუტის საქმიანობას. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ვეყრდნობი მნიშვნელოვან აქტორებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ცნობებს თვალი მივადევნო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის საქმიანობას, მათ შორის მის როლს, როგორც მეთვალყურეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, ჩემი აზრით, დროა, რომ ვიფიქროთ გადასვლაზე ჩიხიდან და დებატებიდან შესაბამის ქმედებებზე, რათა ვუპასუხოთ სიტუაციას იმგვარად, რომ საქმე წინ დაიძრას და ეს ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო უფლებებსა და ვალდებულებებს“,- განაცახდა კარლ ჰარცელმა.