ირაკლი კობახიძე: გადაყვანა მყისიერად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის პასუხს წარმოადგენენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, პირველ რიგში, მის პასუხზეა დამოკიდებული.

როგორც კობახიძემ განაცხადა, გადაყვანა მყისიერად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც კი მის პასუხს წარმოადგენენ.

„შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, რაც არის დასაცავი. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ის რეალურად ორ კვირაზე მეტია შიმშილობს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და გადაწყვეტილება სამედიცინო და უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.