ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მალალაი მაივანდი მოკლეს

„როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთში ქალი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მალალაი მაივანდი მოკლეს.

როგორც პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერმა განაცხადა, ჟურნალისტი ოფისისკენ მიდიოდა, როდესაც თავდასხმა განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაჯგუფების თავდასხმასთან კავშირი უარყო.

მალალაი მაივანდი მეათე ჟურნალისტი გახდა, რომელიც მიმდინარე წელს ავღანეთში მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის წინ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს მაივანდის დედა, რომელიც ასევე უფლებადამცველი აქტივისტი იყო.